დაკავება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე
ქვემო ქართლის პოლიციამ, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მამაკაცმა ძმის დახმარებით, 2006 წელს დაბადებულ გოგონას, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. სამართალდამცველებმა, მომხდარი დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი იმავე დღეს დაადგინეს და ძმები ბრალდებულების სახით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.