შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი გარდაბნის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, 1981 წელს დაბადებულ პირს მობილურ ტელეფონზე ურეკავდნენ და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, თანხის გადახდას სთხოვდნენ.
სამართალდამცველებმა ერთი მათგანი თანხის გადაცემის დროს, მეორე კი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.