დაკავება თაღლითობის ბრალდებით

გაშიფრულია თაღლითური სქემა, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოს ათეულობით მოქალაქის კუთვნილი, ჯამში მილიონ ლარზე მეტი მოტყუებით მიითვისეს. თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ოთხი პირი. გამოძიების ცნობით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფს წევრები მოქალაქეებს ძირითადად თბილისში ძალოვანი უწყებების სახელით უკავშირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით მომხდარი იყო ავტოსაგზაო შემთხვევა, პრობლემის მოსაგვარებლად კი ქრთამის გადახდას სთხოვდნენ. თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.