დაკავება თაღლითობის ბრალდებით

თბილისში მოქმედ საბროკერო კომპანიას 50-მდე მოქალაქე უჩივის. ბაზარზე 2016 წელს გამოჩენილი ,,ეფიქს ბიზნეს გრუპის” საქმიანობით გამოძიებაც ინტერესდება. კომპანიას თაღლითობას და ნახევარ მილიონამდე ლარის მითვისებას ედავებიან. ამ დროისთვის კომპანია დალუქული, დამფუძნებლები კი დაკავებულები არიან.

დაზარალებულების მონაყოლის მიხედვით, ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ მოქალაქეებს კომპანიის ანგარიშზე თანხების შეტანას სთხოვდნენ და სანაცვლოდ სავაჭრო ბირჟებზე ვაჭრობის შედეგად მოგებას ჰპირდებოდნენ. გარიგება მძიმე ისტორიებით დასრულდა.