დაკავება თაღლითობის ბრალდებით
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად გაეცნო და მას გათბობის სიტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით, დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა, მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა. პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.