დაკავება შეკრება-მანიფესტაციის წესის დარღვევის ბრალდებით

18:25, 22.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები გრძელდება. დღეს სასამართლომ უკვე განიხილა დევნილი აზა ჩალაჩავას და რეჟისორ გიორგი თავართქილაძის პროცესები. ისინი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ასევე სასამართლომ, ჟურნალისტ ირაკლი წულაიას 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს სასამართლო კიდევ რამდენიმე პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

მსგავსი