სასაზღვრო პოლიციამ ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ჭარალისა“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტების გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ გადაეკვეთათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.