დაკავება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით

12:10, 03.03.2018

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 7 პირია დაკავებული. მათ შორის საქართველოს 2, უზბეკეთის ერთი და ბანგლადეშის 4 მოქალაქეა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საზღვრის გადაკვეთას თურქეთის მიმართულებით ცდილობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.

ჩადენილი დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი