დაკავება საოკუპაციო ხაზზე

ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველოს ორი მოქალაქე – რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულის ოჯახებს ოკუპირებული ცხინვალიდან არავინ დაკავშირებია და არც ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა მოუთხოვია. ოჯახებს არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ. კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს უკანონო დაკავებისას დაშავებული ნიკოლოზ ფეხშველაშვილი. ის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში გადაიყვანეს.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. შეიარაღებული რუსი სამხედროები სულ საქართველოს ოთხ მოქალაქეს აედევნენ, ერთმა თავს გაქცევით უშველა, სამი დაკავებულიდან ერთი კი სიმაღლიდან გადავარდა და დაშავდა. დაშავებული ცენტრალურ ხელისუფლებას გუშინ გადმოსცეს. დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს.