დაკავება საიდუმლო ინფორმაციის წესის დარღვევისთვის
საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე დაკავებულ სუს-ის ყოფილ და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის პირველი და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შეგახსენებთ, აღნიშნული პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ დააკავა.