დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ორი პირი აიყვანა. უწყების ცნობით, დაკავებული არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მონიტორინგის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი და ააიპ „საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მეომართა ვაზიანის კავშირის“ ხელმძღვანელი.

სასჯელი ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.