შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა. 1974 წელს დაბადებულ კ. ქ.-ს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თავს დაესხა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს და დროშის ტარით თავის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.