დაკავება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით

12:20, 11.03.2026

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით მარნეულში ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით – 2 000 წელს დაბადებულ გოგონას სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი