შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული პირი, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.