ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. გამოძიება 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.