დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ყაზახეთის, სომხეთის და გერმანიის მოქალაქეები დააკავეს. ისინი პატრულ-ინსპექტორებმა ბათუმსა და ქობულეთში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მათი პირადი, ავტომობილების, ასევე დაკავებულების დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მათ შორის: სარეალიზაციოდ დაფასოებული ათეულობით შეკვრა „მეთადონი,“ „ჰეროინი,“ „ალფა პვპ,“ „ბუპრენორფინი“ და „პრე-გაბალინი.“
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.