ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი. ისინი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე არიან დაკავებული. მათგან ორი წარსულში ნასამართლევია. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „ალფა პვპ“, „მეთადონი“ და გამომშრალი „მარიხუანა“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.