დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:05, 08.06.2025

ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ფაქტზე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დანაშაული 10-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი