დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:12, 04.05.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. საუბარია წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაზე, ასევე, გასაღების მომზადებასა და გასაღების მცდელობაში ბრალდებაზე. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 103 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი