განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო სამეგრელოს პოლიციამ. დაკავებულია ერთი პირი. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.