შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავა.
საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ბრალდებებზე. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, „ალფა-პვპ“, „მეტადონი“ და „ბუპრენორფინი”.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.