ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ცდილობდა. მისი პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ხუთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კლეფედრონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.