დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 138 შეკვრა „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.