დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

15:11, 25.10.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. თბილისში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 19 შეკვრა ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი