დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:34, 18.09.2026

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, 11 პირი დააკავეს. მათ შორის, როგორც საქართველოს ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. საპოლიციო მოქმედებები თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა. ნივთმტკიცებად: „კოკაინი“, „ჰეროინი”, „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“ ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი