დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით

18:36, 16.09.2026

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბათუმსა და ხელვაჩაურში უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონი“ და „ალფა-პვპ“.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი