დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე სხვადასხვა ადგილიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 14 კილოგრამამდე გამომშრალი „მარიხუანა“, ერთ კილოგრამამდე „ჰაშიში“, ერთ კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.