დაკავება მკვლელობის მცდელობის ბრალდებით
გარდაბანში კი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ორი პირია დაკავებული.
გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ე. წ. ქურდული სამყაროს სახელით 200-ი ათასი დოლარის გადახდა მოსთხოვა. მამედოვმა ფერმერს თანხის გადასახდელად სამდღიანი ვადა განუსაზღვრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ამავე სოფელში, ფერმერის შვილს, რომელიც ოჯახის კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს – შედეგად, არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა ცხელ კვალზე დაადგინეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.