დაკავება განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

18:37, 26.11.2025

ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს 1988 წელს დაბადებული მამაკაცი, ვაკე -საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ბრალდებულს, მათთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რაც შემდგომ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაკავებულმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა ორივე მათგანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი