დაკავება განზრახ მკვლელობის ბრალდებით

28 წლის მამაკაცი დააკავეს სამართლდამცველებმა თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით. პოლიციამ ის ცხელ კვალზე აიყვანა. გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ პირს, ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.