დაკავება ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით 1967 წელს დაბადებული პირი დააკავეს, 1999 წელს დაბადებულ პირს კი მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირ ყუთებში არსებული თანხა მოიპარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.
გახსნილია სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის საქმეც. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.