დაკავება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსია.

დაკავებულმა ორ მოქალაქეს, ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 30 000 ლარი მოსთხოვა, საიდანაც წინასწარ 3000 ლარი გამოართვა. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი