დაკავება დარკოდანაშაულის ბრალდებით

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მანამდე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, სასამართლომ კი საგამოძიებო უწყების შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ დააკმაყოფილა. დაკავებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, რომელსაც პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ამოუღეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.