სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარუდგინა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. საქმე ეხება 14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე გაკეთებულ შეტყობინებას.
გენო ოსიყმაშვილი მუშაობს თემაზე და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.