ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ერთი პირი დააკავა. საქმე ეხება 14 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის ფაქტზე გაკეთებულ შეტყობინებას. დაკავებულმა უნგრეთში მდებარე ავიაკომპანია „ვიზეარის“ სათაო ოფისში, სხვის სარგებლობაში არსებული ქართული მობილური ოპერატორიდან განახორციელა სატელეფონო ზარი კონკრეტულ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან ექვს წლამდე ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.