დაკავება ავტომობილის ქურდობის ბრალდებით
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მოქალაქის კუთვნილი „ფორდის“ მარკის ავტომობილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზე იქნა მხილებული – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.