დაკავება ავტომანქანის ქურდობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი ამხილა. 16 და 15 მოზარდებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა.

მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.