დაკავება ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით

სამართალდამცველებმა ქვემო ქართლში ნარკორეალიზატორი დააკავეს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე აიყვანეს. მისგან საკონტროლო შესყიდვების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰეროინი ამოიღეს.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საქმეზე გამოძიება გრძელდება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

დატოვე კომენტარი