დაძაბულობა ვაშინგტონსა და კიევს შორის 

21:27, 14.10.2026

ენერგეტიკული ზავი არ სრულდება. უკრაინის ენერგოობიექტები რუსეთისგან კვლავ დარტყმების სამიზნეა.

უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ს პირველ პირს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისა და სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ვნებათაღელვის საგანია 9 ოქტომბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომლითაც ტრამპმა რუსულ დიზელზე სანქციები დროებით მოხსნა და დიზელის ამერიკული და მსოფლიო ბაზრებისთვის მიწოდების შეთანხმება გააფორმა. ამ ნაბიჯით უკმაყოფილო ევროპის ქვეყნები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ. უკრაინა-ამერიკას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე ცნობილი ხდება, რომ აშშ-მა უკრაინის ხელისუფლება სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეწყვეტაზე გააფრთხილა. ბალისტიკური დარტყმების და ავიაიერიშების გააქტიურების პარალელურად უკრაინის პირველი პირი საჰაერო თავდაცვით შესაძლებლობებს ითხოვს და აცხადებს, რომ კიევი თავდასხმების წინ პარტნიორებისგან გაფრთხილებას ვეღარ იღებს.

 

მსგავსი