დაძაბულობა ვაშინგტონსა და კიევს შორის 

21:49, 16.10.2026

ოფიციალური კიევის ურთიერთობა თეთრ სახლთან კატასტროფულად გაუარესდა.

შტატების მხრიდან რუსეთთან დიზელის საწვავის იმპორტზე გაფორმებული შეთანხმების და უკრაინისთვის თანამგზავრულ ქსელზე წვდომის შეზღუდვის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მწვავედ აკრიტიკებს და მას ღალატში ადანაშაულებს.

ნეგატიურია საპასუხო რეაქცია. დონალდ ტრამპი პირდაპირ აცხადებს, რომ ზელენსკის გულშემატკივარი აღარ არის. პრაქტიკულად ჩაშლილია თეთრი სახლის ლიდერის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ენერგეტიკული ზავი. რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის ენერგო-ინფრასტრუქტურას ისევ ბომბავენ. ზელენსკისა და ტრამპს შორის მზარდი დაძაბულობა ყურადღების ცენტრში იყო ევროკავშირის სამიტზეც. ევროპელი ლიდერები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა კიევის ფინანსურ დახმარებაზე ბლოკში საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

მსგავსი