დაძაბული ვითარება უკრაინის საზღვართან 

უკრაინაში შექმნილი ვითარება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის რაიონები შესაძლოა მასშტაბური სამხედრო კონფრონტაციის ეპიცენტრი გახდეს. ორივე ქვეყნის მთავრობები ერთმანეთს სასაზღვრო მონაკვეთში და საოკუპაციო ხაზთან მასშტაბურ სამხედრო მობილიზაციაში სდებენ ბრალს. კიევსა და მოსკოვში მაღალჩინოსნების რიტორიკას თან ერთვის სამხედრო სწავლებების გააქტიურება უკრაინის და რუსეთის ტერიტორიაზე. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავს, რუსეთში კი ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმია შესაძლოა დონბასის პრობლემის მოგვარებას ძალისმიერი გზით შეეცადოს, რაც მოსკოვისთვის წითელი ხაზია.