ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო მწვავდება – მოკლულია დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი, ჰასან ნასრალა. ისრაელის ორგანიზებული თავდასხმა დაჯგუფების ცენტრალურ შტაბბინაზე, ბეირუთში განხორციელდა. ინფორმაცია თავად ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს და თქვეს, რომ გაჩერებას არ აპირებენ.
მოგვიანებით მომხდარს გამოეხმაურა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლაც, სადაც უკვე ახალი ლიდერის კანდიდატურებს განიხილავენ. კრიტიკა ისმის საერთაშორისო ტრიბუნებიდან, სადაც ვარაუდობენ, რომ ჰასან ნასრალას მკვლელობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ურთიერთობებს უკიდურესად გაართულებს.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.