ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია. „ჰასან ნასრალა ვეღარ შეძლებს მსოფლიოს დატერორებას“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე ტექსტში ვკითხულობთ, რომ თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრების ლიკვიდირებაც განხორციელდა, მათ შორის სამხრეთის ფრონტის მეთაურის.
ჰასან ნასრალას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ჰეზბოლას“ ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბბინაზე იერიში მიიტანა. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ დაჯგუფების შტაბბინა საცხოვრებელი შენობების ქვეშ, ბეირუთის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. მედიის ცნობით, იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 76 კი დაშავდა, მათგან 15 გადაუდებელ ჰოსპიტალიზებას საჭიროებს.