დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე გუშინ დაჭრილი 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილის ოჯახის წევრების თქმით მას თავს რადიკალური დაჯგუფების წევრები დაესხნენ, ამბობენ რომ ამ ჯგუფის წევრებმა მოზარდს რამდენიმე წლის წინ სკოლაშიც მიაკითხეს და მისი გადაბირება სცადეს, უარის მიღების შემდეგ კი ოჯახის თქმით მას დაემუქრნენ. სამართალდამცავებმა დაჭრაში 14 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავეს, შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.