დაჭრილი მებრძოლების კვირეული 

15:18, 04.07.2026

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული მიმდინარეობს. სპორტულ ღონისძიებებს გორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია მასპინძლობს. ასპარეზობა უკვე გაიმართა მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდში და პნევმატური იარაღიდან და შაშხანიდან სროლაში. გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. კვირეულის ფარგლებში სულ ათი ინდივიდუალური და სამი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

მსგავსი