დაჭრილ მებრძოლთა კვირეული გაიხსნა
თავდაცვის სამინისტრომ დაჭრილ მებრძოლთა დღე აღნიშნა. ღონისძიება სამინისტროს „არმიჰოლში“ ჩატარდა, სადაც სამხედროებს კვირეულის გახსნა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყება აქტიურად ზრუნავს მებრძოლთა რეაბილიტაციასა და სოციალურ მხარდაჭერაზე. მისი განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაჭრილი მებრძოლებისთვის ყოველთვიური დანამატი 50 პროცენტით გაიზრდება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა და სპორტული ჯილდოების ექსპოზიცია.