დაჭრილ-დაშავებული სამხედროების ასპარეზობა

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებული სამხედროები სპორტულ ღონისძიებაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, შოტლანდიიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

გუნდმა რთულ რელიეფზე მარშირებაში სამი ოქროს, ერთი  ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოქროს ადგილისთვის ბრძოლა 24 საათის განმავლობაში 87 კილომეტრის დაძლევას ითვალისწინებდა, თუმცა ქართველმა პარასპორტსმენებმა აღნიშნული დისტანცია 18 საათში დაფარეს. შოტლანდიაში სპორტულ ღონისძიებას „მარშირება რთულ რელიეფზე“, რომელიც მოკავშირე ძალების ფონდის ეგიდით ჩატარდა, ერთი კვირის განმავლობაში ქალაქი ედინბურგი მასპინძლობდა. მასში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ავსტრალიის, კანადის, დანიისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.