დაავადებების სტატისტიკა

წინა წელთან შედარებით, 2024 წელს საქართველოში გარდაცვალების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია.

გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და სასუნთქი სისტემის დაავადებები – ეს ის სამი დაავადებაა, რომლებიც სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის ძირითად მიზეზად სახელდება. მითითებული ავადმყოფობები მთავარი გამოწვევა იყო წინა წლებშიც, თუმცა გასულ წელს ამ დაავადებებმა ბევრად მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ტენდენციის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები ხანდაზმულობის ასაკის მატებას, ასევე მედიკამენტებზე ნაკლებ ხელმისაწვდომობას და პირველადი ჯანდაცვის სისტემის არასაკმარისად გამართვას ასახელებენ. შემაშფოთებელი მონაცემების ფონზე ექიმები მთავრობას რამდენიმე მიმართულებით რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ.