ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ფურცელაძემ წარადგინა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის, მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი, მრავალწლიანი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომელმაც ქვეყნის სისტემის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ღონისძიების ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები საქართველოში მალარიის ელიმინაციის ისტორიული შედეგის მიღწევაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის დაჯილდოვდნენ.