ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში

ორდღიანი კრიტიკის შემდეგ, შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მეტი დეტალი ხდება ცნობილი. პროექტის გასაჯაროვებამდე, ცვლილებების ავტორს დამატებითი განმარტებების გაკეთება დასჭირდა და დღეს რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით, ვრცლად ისაუბრა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ამტკიცებს, რომ კანონპროექტი რამდენიმე ადგილზე მუშაობას არ კრძალავს, ცვლილებები მხოლოდ დამსაქმებელს უკრძალავს, დასაქმებულს დადგენილზე მეტი დროით მუშაობა აიძულოს. დეპუტატის თქმით, საჯარო სექტორში შრომითი უფლებები მეტ-ნაკლებად დაცულია, ამიტომ კანონპროექტის მიზანი კერძო სექტორში უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაა.

რას გულისხმობს და ითვალისწინებს შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და რა შენიშვნები არსებობს პროექტთან დაკავშირებით, მარიამ ბერძენიშვილი გიამბობთ.